სოფო ხორგუანი - მინდა ირაკლი ქადაგიშვილს მადლობა ვუთხრა და ვთხოვო: ბატონო ირაკლი, ძალიან ხშირად გვლანძღეთ, რადგან როცა თქვენ ჩვენ გვლანძღავთ, თქვენი რეპუტაცია გვლოცავს!

მინდა ირაკლი ქადაგიშვილს მადლობა ვუთხრა და ვთხოვო: ბატონო ირაკლი, ძალიან ხშირად გვლანძღეთ, რადგან როცა თქვენ ჩვენ გვლანძღავთ, თქვენი რეპუტაცია გვლოცავს - იმ ადამიანის რეპუტაცია, რომელიც ეროვნული, არჩეული პრეზიდენტის დამხობასა და ძმათა მკვლელი ომის მოწყობაში მონაწილეობდა! ამიტომ ბატონო ირაკლი, რაც უფრო მეტად გაგვლანძღავთ, მხოლოდ მადლობელი დაგვრჩებით - ჩვენ თქვენი რეპუტაცია დაგლოცავთ! - ეს განცხადება ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფო ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, რითაც სავარაუდოდ, მისი ფრაქციის წევრებისა და პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას მისამართით ქადაგიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ხორგუანმა პლენარულ სხდომაზე ასევე დეპუტატ არჩილ გორდულაძეს მიმართა და მისი მისამართით განაცხადა, რომ მისი გადასაწყვეტია “ხუნვეიბინების“ გზას გააგრძელებს თუ გონს მოეგება. ხორგუანმა გორდულაძეს ისიც უთხრა, ნუ გახდება “ქართული ოცნების აკო მინაშვილი“.

“თქვენ 20 ივნისის ხსენება გიყვართ. ირაკლი კობახიძის უპასუხისმგებლობით გამოწვეული ის მოვლენები, რაც 20 ივნისს ვნახეთ, გიორგი გახარიამ გადააზღვია. თქვენ გახარიას ამას არ პატიობთ და ამბობთ, რომ მან თქვენ გიღალატათ. ერთადერთი რასაც თქვენ მას ვერ პატიობთ ისაა, რომ გახარიამ თქვენს მორიგ შეცდომაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. მანამდე იღებდა პასუხისმგებლობას, იყო გუნდური მოთამაშე, იყო სახელმწიფოს კაცი. მთავარი პრეტენზია გახარიასთან გაქვთ ის, რომ პასუხისმგებლობა და გამბედაობა ეყო, რომ სახელმწიფოს მხარეს ყოფილიყო. თქვენი მთავარი პრობლემაა, რომ გახარიას ამას ვერ პატიობთ“, - მიმართა ხორგუანმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში