ნინო წილოსანი - სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა

სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველანაირ სტანდარტს სცდება და ეს ფაქტობრივად, ანტირეკორდია.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს. ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, გააჩუმოს დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ერთი წლით აუკრძალოს ევროპარლამენტის კედლების შიგნით საქმიანობა სამ ქართულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდის მანძილზე განსაკუთრებით კარგად ვხედავთ საით მიექანება ეს კავშირი და ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტი. მან არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი თავისი უსამართლო რეზოლუციებით, ახლა განსაკუთრებით გამოირჩა ცეზურით, რომლის შესახებაც არაერთხელ საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არაერთი სერიოზული ლიდერი და პოლიტიკოსი, მაგრამ ის, რასაც საქართველოს წინაშე კადრულობენ და ამ შემთხვევაში ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, სცდება ყველანაირ ნორმას, სტანდარტს და ეს არის მათ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ანტირეკორდი“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, „იმედის“ განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა. ტელეკომპანიის ცნობით, მიზეზი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობა გახდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში