შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს - რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, მანამდე თენგიზ შარმანაშვილზე და ამჩატებული პიარ-თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა - აქ ვინ არ მჯდარა, გაწევ-გამოწევა, ყველაფერი იყო, მაგრამ ეს არავის უკადრია

ახლა რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიარ თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე ეს თქვენი იდეოლოგია ყოფილა - ამას რომ კადრულობთ, არ ვიცი რა ღირებულებზე, რა ეროვნულ თანხმობებზე უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, სოფო ხორგუანის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სადაც ხორგუანმა ირაკლი ქადაგიშვილის მისამართით აღნიშნა, რომ „როცა ქადაგიშვილი მის თანაგუნდელებს ლანძღავს, ლოცავს მისი რეპუტაცია - იმ ადამიანის რეპუტაცია, რომელიც მონაწილეობდა ეროვნული, არჩეული პრეზიდენტის დამხობაში და ძმათა მკვლელი ომის მოწყობაში“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „თუ ამ ხაზის გაგრძელება სურს, მიიღებს შესაბამის პასუხს“.

„რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, ამიტომ გეტყვით. ყველაფერი თვალში გვხვდება. არ ვიცი ვინ გყავთ ისე ამჩატებული თქვენს პარტიულ პიარში, რომელიც ბედავს იმ ბანერების გაკეთებას, რასაც თქვენ კადრულობთ თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, გეტყვით, თუ რა სამარცხვინოა თქვენი ეს ქცევა. ახლა რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, ასევე, რაც გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიარ თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა. ეს არის სამარცხვინო. მგონი ხედავთ, რომ რაღაცები არ უნდა იკადროთ. როდესაც დარბაზში სხედხართ თქვენს კოლეგებთან ერთად, არ უნდა წახვიდეთ და თქვენს პიარს არ უნდა აკეთებინოთ ის, რომ ასეთი უღირსი საქციელი იკადროთ. მეგონა, რომ სადღაც პარტიაში ვიღაც პიარი ჰყავთ ცოტა ამჩატებული, მაგრამ ამ ტრიბუნიდან ეს რომ იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილის წინააღმდეგ, არ ვიცი რა ღირებულებზე, რა ეროვნულ თანხმობებზე უნდა ვისაუბროთ. ხედავთ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გაგიჩუმდით ამ თქვენს ქცევაზე, არაფერი ვთქვით... მანამდე თენგიზ შარმანაშვილზე რასაც კადრულობდით... როცა საუბარია ქართველობას გვართმევენო, ეს არის ქართველობის დაკარგვა. როცა ამას კადრულობთ ადამიანების მიმართ, რომელსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, თუ ეს არის თქვენი ხაზი, დაე ასე იყოს. ასე გინდათ? - ასე იყოს თქვენი ხაზი მაშინ. ბერლინში რომ გიზით თქვენი ხელმძღვანელი, სად არის დამალული? რატომ არ ჩანს? სად არის გახარია? რომ აკურცხლა აქედან? გიორგი გახარია არის თქვენი იდეალი და ირაკლი ქადაგიშვილი საკრიტიკებელი? ეს მეტყველებს ღირებულებითად სად დგახართ. თუ გინდათ ეს ხაზი გააგრძელოთ, კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს. აქ ვინ არ მჯდარა წინა მოწვევაში, გაწევ-გამოწევა იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ არავის არ უკადრია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში