პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს უკვე მოპოვებული დაფინანსება არა მხოლოდ შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც ექნებათ

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით დაამტკიცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.

გასული წლის ბოლოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.

იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც სტუდენტებს ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კანონში არსებული ჩანაწერი მხოლოდ იმ დაფინანსების შენარჩუნებას გულისხმობს, რომელიც სტუდენტებს უკვე ჰქონდათ მოპოვებული. უწყების განმარტებით, ეს იმ პირთა ინტერესებს გამორიცხავს, რომლებიც უნივერსიტეტში ახალი კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ - მაგალითად, ნაწილობრივი გრანტით ან გრანტის გარეშე და ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მეშვეობით დაფინანსების მოპოვებას ან გაზრდას შეძლებდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას, სოციალური პროგრამებით სარგებლობას, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში