ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დედაქალაქში დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევის ოლქში 7. ხარკოვში 28 ადამიანია დაშავებული. კიევის დარნიცკის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დღეს ხერსონში, რუსულმა ძალებმა გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ავტომობილს ორჯერ შეუტიეს.

„შეუძლებელია, რომ რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელ ავტომობილს ურტყამდნენ. ავტომობილში ოფისის ხელმძღვანელი და კიდევ რვა თანამშრომელი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - აღნიშნავს ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დარტყმებს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს.

„რუსეთზე ზეწოლა ისეთი უნდა იყოს, რომ მათ თავიანთი ტერორის შედეგები იგრძნონ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები ძალაში დარჩეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში