სახალხო დამცველი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელს, კაორი იშიკავას შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველსა და UN Women-ს შორის მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ ერთობლივად განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, როგორც რეგიონებში განხორციელებულ აქტივობებზე, ისე ქალთა უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც მრავალმანდატიანი ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის საქმიანობის მრავალფეროვანი მიმართულებები. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, სპეციალურ ანგარიშებზე და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ფარგლებში საქართველოს რეგიონებში, სახალხო დამცველის საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშების თაობაზე დისკუსიის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების გაგრძელების მნიშვნელობაზეც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ UN Women-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები თამარ ვაშაკიძე და ირინა ჯაფარიძე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს