ალეკო ელისაშვილი - რატომ არ მალაპარაკებთ? - პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არაა დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? - ბარემ დამხვრიტე პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან

რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არ არის დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? - ბარემ დამხვრიტე პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, - ასე მიმართა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს.

ელისაშვილს სურდა, რომ სხდომის დასასრულს განცხადება გაეკეთებინა და პროკურორისთვის კითხვა დაესვა, თუმცა მოსამართლემ სხდომა გადადო.

მანამდე კი, პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი ილონ კორძაია, რომელიც აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებელი იყო.

„2025 წლის 29 ნოემბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკავებული იყო ალეკო ელისაშვილი, რომელიც სასამართლოს შენობის გადაწვას ცდილობდა. როდესაც ადგილზე მივედი, ალეკო ელისაშვილი დაკავებული დამხვდა.

მანდატურის სამსახურის უფროსისა და ექსპერტ-კრიმინალისტების თანხლებით დავათვალიერე შემთხვევის ადგილი.

როდესაც მივედი, იატაკზე იდო იარაღი და ხელთათმანები. მაგიდებზე და იატაკზე დასხმული იყო სავარაუდოდ, ბენზინი. ასევე, იქვე იყო დიდი ჩანთა, საიდანაც ბევრი ნივთი იქნა ამოღებული: რევოლვერი, მჭიდი, ხელთათმანები, სანთებელა, მცირე ჩანთა, სადაც შეშის ფრაგმენტები იყო ჩალაგებული. იქვე იდო ბენზინით სავსე და ცარიელი ბოთლები. მტკიცებულებები ლოგიკურად იყო ჩალაგებული ჩანთაში. იარაღი კი მთავარ ოთახში იყო იატაკზე მოთავსებული, რომელშიც იდო მჭიდი, მასში კი ტყვიები იყო მოთავსებული“, - განაცხადა ილონ კორძაიამ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში