Ave.New - ახალი სიტყვა უძრავი ქონების სექტორში

თბილისში, ახალი დეველოპერული კომპანია „Ave.New“, დაარსდა რომელიც სრულიად განსხვავებულ ურბანულ გამოცდილებას სთავაზობს მაცხოვრებლებს. ეს არის სივრცე ახალი კავშირებისთვის - ადგილი, სადაც ყველაფერია სრულყოფილი და მშვიდი ცხოვრებისთვის.

Ave.New • ახალი.გამზირი - უნიკალურია თავისი კონცეფციით, შეიქმნას ინოვაციური საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში შეასრულებს მნიშვნელოვან როლს. სწორედ ამიტომ, პროექტი მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრებელ ნაგებობებსა და კომერციულ სივრცეებს, არამედ სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, რომელიც ცვლის დიღომში ცხოვრების გამოცდილებას. კერძოდ, კომპლექსს გადაკვეთს ახალი სამანქანო გზა, რომელიც ფარნავაზ მეფის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივნის პარალელურად გაივლის. ახალი სატრანსპორტო კვანძი მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაადგილებას და განტვირთავს დიდი დიღმის მოძრაობას.

ამასთან ერთად, პირველად საქართველოში, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია მოაწყობს რეკრეაციულ, საფეხმავლო ხიდს, რომელიც აღმაშენებლის ხეივანს ფარნავაზ მეფის გამზირთან დააკავშირებს და იქნება საზოგადოებრივად გამოსაყენებელი სკვერი. Ave.New, ეს არის პროექტი, რომელიც ახალ კავშირებსა და დედაქალაქში ცხოვრების განსხვავებულ სტილს სთავაზობს მომავალ მაცხოვრებლებს.

Ave.New-ს ინფრასტრუქტურა და სერვისები სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს.

„ახალი გამზირი“ – Ave.New ხორციელდება პრემიუმ კლასის სამშენებლო მასალებით, აერთიანებს 8 საცხოვრებელ ნაგებობას, კომერციულ, საოფისე და რეკრეაციულ სივრცეებს. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც მუდმივად ცოცხალ და მრავალფუნქციურ გარემოს ქმნის.

პროექტის დასრულების შემდეგ, ხელმისაწვდომი იქნება ისეთი მრავალფეროვანი სერვისები და ინფრასტრუქტურა, როგორიცაა:

  • 8 საცხოვრებელი ნაგებობა, რომელიც ჯამში 3000-მდე ბინას მოიცავს;
  • კომერციული და საოფისე ფართები;
  • 25 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა და საფეხმავლო ხიდი;
  • „აგროჰაბი“ კომპლექსის ტერიტორიაზე;
  • სპორტული დარბაზი;
  • ფეხბურთის, კალათბურთის მოედნები და პადელის კორტი;
  • საბავშვო ზონა;
  • კაფე და რესტორანი;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

კომპლექსში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას - საგზაო და საფეხმავლო მოძრაობა სრულად გამიჯნულია ერთმანეთისგან. ამასთან, გადაჭრილია დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული გამოწვევაც — მხოლოდ მობინადრეებისთვის მოეწყობა მრავალდონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის დაახლოებით 50%-ზეა გათვლილი და დამატებით მოიცავს ინდივიდუალურ სათავსოებსაც, რაც დაზოგავს დროს და შექმნის დამატებით კომფორტს მაცხოვრებლებისთვის.

Ave.New იქნება ახალი საცხოვრებელი უბანი, რომელიც დედაქალაქს ინფრასტრუქტურული განვითარების ახალ კონცეფციას შესთავაზებს და შეცვლის აღმაშენებლის ხეივანზე ცხოვრების გამოცდილებას.

პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2029 წლის ივლისშია დაგეგმილი.

AveNew-ს მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მოქნილი გადახდის გრაფიკი და ბინების მრავალფეროვანი არჩევანი, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი საჭიროებებისა და ფინანსური გეგმების მიხედვით შეარჩიონ მათზე მორგებული საცხოვრებელი.

დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად Ave.New-ს გუნდი მზად არის:

ტელეფონი: 032 220 40 20

ვებ გვერდი: www.avenew.ge

სოც.მედია: Ave.New • ახალი.გამზირი

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში