სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გრიგოლ ვარდოსანიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა.

„გრიგოლ ვარდოსანიძე 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად განახევრდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე 2 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა მართვის უფლება, მასვე საქართველოს სსსკ 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენი.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებით დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები. ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ხელახალი გამოძიების პროცესში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გრიგოლ ვარდოსანიძე არ მართავდა ავტომობილს და იგი შეჯახებისას იჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა, მგზავრის სავარძელში. შესაბამისად მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნულიდან გამომდინარე პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში