ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, აღნიშნეს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგს

დასრულდა ჩვენი შეხვედრები იტალიის სენატში, იტალიის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე, სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველო - იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საპარლამენტო განზომილების შესახებ. მათ შორის, ვიზიტების ურთიერთგაცვლის და საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესახებ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა, რეგიონში მიმდინარე ომები და ოკუპაციის თემა.

მისივე თქმით, იტალიური მხარე მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რომელთა შეფასებითაც საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„რა თქმა უნდა, ძირითადი საკითხი ჩვენი საუბრისა იყო უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ოკუპაციის თემა, ასევე რუსეთ -უკრაინის კონფლიქტი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე. ასევე საუბარი იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე ევროპისთვის და მათ შორის იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ ვთხოვეთ იტალიურ მხარეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელთან, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი აღდგეს. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაბამისად, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და დაუჭერენ მომავალშიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი, ღია, დიალოგის გამართვას, მათ შორის კრიტიკულ საკითხებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო. ჩვენი ვიზიტი გრძელდება და კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება იტალიის პარლამენტში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში