ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

SOCAR-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„Italiana Petroli (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შეძენის დასრულების შემდეგ, SOCAR-ი ლევან დავითაშვილის IP-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ აცხადებს“, - ნათქვამია იტალიური ნავთობკომპანიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ის ოპერაციებს იტალიაში უხელმძღვანელებს, რათა „უზრუნველყოს ბიზნესის უწყვეტობა, შეინარჩუნოს და შემდეგ გააძლიეროს მისი პოზიცია ადგილობრივ ენერგერტიკულ ბაზარზე და ზედამხედველობა გაუწიოს SOCAR ჯგუფში კომპანიის ფართო ინტეგრაციას“.

ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2022-2025 წლებში იკავებდა, ხოლო 2025 წლიდან SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში