„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა

თანამედროვე ციფრული სისტემები, კომფორტი, უსაფრთხოების მოწინავე გადაწყვეტები და მრავალფეროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ამ მოდელის სავიზიტო ბარათად იქცა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში მე-6 თაობის უახლესი RAV4 წარადგინა.

ახალი ავტომობილის წარდგენის ღონისძიება კახეთში, Hotel Meteo-ში გაიმართა, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი SUV ადგილზე გააცნეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილი თავად გაეტესტათ და მისი მონაცემები შეეფასებინათ. ღონისძიებას თან სდევდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო უნიკალურსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „Toyota RAV4 წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი SUV მოდელია. მოხარულები ვართ, რომ მისი სრულიად ახალი, მე-6 თაობის წარდგენა სწორედ მათთან ერთად შევძელით. ეს ავტომობილი უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ განახლებული მოდელი. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომფორტსა და იმ თავისუფლების შეგრძნებას, რასაც RAV4 ყოველთვის ატარებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეზენტაციები მხოლოდ პროდუქტის წარდგენას არ ემსახურებოდეს. გვინდოდა, სტუმრებს რეალურად გამოეცადათ ახალი RAV4“.

ღონისძიების ცენტრალური მომენტი საღამოს ოფიციალური ნაწილი იყო, სადაც სტუმრებმა პირველად იხილეს მე-6 თაობის Toyota RAV4. პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოაჩინეს ავტომობილის განახლებული დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ახალ თაობას წინა მოდელისგან მკვეთრად განასხვავებს. ახალი მოდელი მორგებულია როგორც ქალაქის გზებზე, ისე ქალაქგარეთ სამოგზაუროდ

ღონისძიება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა. მათ შორის, „თიბისი დაზღვევის“, „თიბისი ლიზინგის“, „ალდაგის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“, „მეტროპოლის“, Bridgestone-ისა და „სარაჯიშვილის“.

მე-6 თაობის Toyota RAV4-ის წარდგენით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მომხმარებლების მიმართ და ბაზარზე იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც ბრენდს ათწლეულებია გამოარჩევს.

ახალი მოდელის შეკვეთა, ტესტდრაივის დაჯავშნა და RAV4-ის პოტენციალის ადგილზე გამოცდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო