BBC - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, უეს სტრიტინგის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის „ლიდერობის მიმართ ნდობა დაკარგა“.

როგორც BBC-ი წერს, ჯერჯერობით უეს სტრიტინგს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე კირ სტარმერი არ გამოუწვევია, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ მომავალ არჩევნებზე პარტიას სტარმერი არ გაუძღვება.

„უკვე ნათელია, რომ თქვენ „ლეიბორისტულ პარტიას“ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გაუძღვებით და დეპუტატებსა და პროფკავშირებს სურთ, რომ მომავლის შესახებ დებატები იდეების ბრძოლა იყოს. ეს პროცესი ფართო უნდა იყოს, საუკეთესო კანდიდატების მონაწილეობით. მე ამ მიდგომას მხარს ვუჭერ და იმედი მაქვს, რომ ამას ხელს თქვენც შეუწყობთ“, - წერს სტრიტინგი.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მთავრობის რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ხოლო დეპუტატებმა კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდეს.

7 მაისს დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1068 ადგილი მოიპოვა და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით მისი მანდატების რაოდენობა 1496-ით შემცირდა. „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 844 ადგილი მოიპოვეს, რაც წინა მაჩვენებელზე 155-ით მეტია. „კონსერვატორებმა“ 801 მანდატი მიიღეს და მათი მაჩვენებლები 563-ით შემცირდა. „მწვანეთა პარტიამ“ 587 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებთან შედარებით მათი მაჩვენებელი 411-ით გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში