ანიტა ორბანი - უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას და მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს - რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე ზაკარპატიეზე თავდასხმის გამო პროტესტი გამოხატა.

„ზაკარპატიეს გუშინდელ დაბომბვასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარე. შეხვედრა ახლახან დასრულდა. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ უნგრეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები,“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა.

მისი თქმით, რუსეთის ელჩ ევგენი სტანისლავოვთან შეხვედრაზე „ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დაუყოვნებლივ დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს“.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური იერიშები განახორციელა, მათ შორის, რუსულმა დრონებმა ობიექტები ზაკარპატიეშიც დააზიანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, უნგრეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში