თაზო დათუნაშვილი ფასების რეგულირების კომისიის დასკვნის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - ეს სამარცხვინო შედეგი უნდათ, რომ როგორმე მოკლან, როგორც ახალი ამბავი

[ფასების რეგულირების კომისიის] ეს სამარცხვინო შედეგი უნდათ, რომ როგორმე მოკლან, როგორც ახალი ამბავი. საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ. სესია იქნება კიდევ ერთი გააქტიურების საშუალება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პლენარულ სხდომაზე კომისიის დასკვნის გამოტანა არ არის დაგეგმილი.

თაზო დათუნაშვილის თქმით, ეს არის სამარცხვინო დასკვნა.

„მეცნიერულ ხასიათზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელსაც სრულფასოვანი საშუალო განათლება არ აქვთ მიღებული. რეალურად აბსოლუტური კრახია. ამ კომისიამ და 5-თვიანმა ეპოპეამ მთავრობის მიერ ფასების დაკლებასთან დაკავშირებით, საკუთარი თავი პოვა სუპერმარკეტების ფასდაკლებულ პროდუქტებში. ეს იყო მთელი შედეგი ამ ყველაფრის.

ეს სამარცხვინო შედეგი უნდათ, რომ როგორმე მოკლან, როგორც ახალი ამბავი. საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ. სესია იქნება კიდევ ერთი გააქტიურების საშუალება. იცით, პარლამენტში გახარიას გუნდი წარმოდგენილია. ოპოზიცია მინიმალურად, მაგრამ წარმოდგენილია. გახარიას გუნდი დასვამს კრიტიკულ კითხვებს. ამ კრიტიკულ კითხვებზე არაფერზე პასუხები არ აქვთ და არც სურვილი აქვთ, რომ ეს თემა გაუგრძელდეთ. ხომ ხედავთ აკანკალებულ ხმას შოთა ბერეკაშვილის, რომელიც ვეღარ ლაპარაკობს, სახეზე ფერი არ ადევს და სერიოზულად მეშინია რამე არ დაემართოს“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის პლენარულ სხდომაზე განხილვა არ იგეგმება.

„ანგარიში გადაეცა ბიუროს და ბიურომ ეს ცნობად მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამოტანა არ არის დაგეგმილი. თავად პროცესი საჯარო იყო. მე მგონი, ჩართული იყო მთელი ქვეყანა, მედიის, მოსახლეობის ჩათვლით და საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით. ასე რომ, ყველა მიგნება და დასკვნა საჯარო და განხილულია ისედაც. ისედაც საჯარო დოკუმენტია, გამოქვეყნდა. ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში