Reuters - აშშ-ის ბლოკადის ფონზე შექმნილი ელექტროენერგიის კრიზისის გამო კუბაზე საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ის ბლოკადის ფონზე შექმნილი ელექტროენერგიის კრიზისის გამო კუბაზე საპროტესტო აქციები გაიმართა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გასულ ღამეს კუბის დედაქალაქ ჰავანას ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტებმა დედაქალაქის ქუჩებში ნაგავი დაწვეს და ხმამაღალი შეძახილებით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოითხოვეს.

Reuters-ი წერს, რომ მას შემდეგ რაც იანვარში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბას ნავთობზე ემბარგო დაუწესა და ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან, ტარიფების დაწესებით დაემუქრა, ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდა და ჰავანის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგია დღის განმავლობაში 22 საათითაც კი ითიშება.

დემონსტრაციების დაწყებამდე კუბის ენერგეტიკის მინისტრმა, ვისენტე დე ლა ო-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში საწვავის მარაგი ამოიწურა.

„ჩვენ საწვავის მარაგები აღარ გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში