ბექა ნაცვლიშვილი - ჩინეთი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი ხდება, ყველა ფიქრობს, რომ თამაშის წესები მასთან დღესვე უნდა შეთანხმდეს - ჩვენ უნდა დავინახოთ მისი მზარდი ძალა და აქედან უნდა მოვიგოთ

ჩვენ უნდა დავინახოთ ჩინეთის მზარდი ძალა და აქედან უნდა მოვიგოთ, სწრაფად უნდა გადავდგათ რაღაც ნაბიჯები, იქნება ანაკლიის პორტი, თუ ჩინური ინვესტიციების შემოსვლა ურთიერთმომგებიან საფუძველზე, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ბექა ნაცვლიშვილმა ტრამპის ჩინეთში ვიზიტის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი დღეს მსოფლიოში, რომ ვერც აშშ აუვლიდა ამას გვერდს.

„შევხედოთ ორ ზესახელმწიფოს, ერთი არის აშშ, ხოლო მეორე ჩინეთი. ვხედავთ, რომ ჩინეთს ბევრად უფრო წარმატებული ეკონომიკური პერიოდი აქვს, ვიდრე აშშ-ს. ტრამპის ჩინეთში ვიზიტის გაცხადებული მიზანი არის სწორედ ის, რომ ამ ორმა ზესახელმწიფომ, რომელზეც დგას მსოფლიო ეკონომიკა დღესდღეობით, აშშ-ს თვალსაზრისით ფინანსების მხრივ, წარმოების თვალსაზრისით ჩინეთის მხრივ, ერთმანეთთან ითანამშრომლონ, მაგრამ ორივე ერთმანეთს განიხილავს როგორც სისტემურ მოწინააღმდეგეს. ჩვენ თუ გადავხედავთ ტრამპის ახლანდელი ადმინისტრაციის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტებს, იქ ჩინეთი არის პირველ მოწინააღმდეგედ აღქმული. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რაღა პირველ მოწინააღმდეგესთან და ეწვევა პირდაპირ სასახლეში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი დღეს მსოფლიოში, რომ ვერც აშშ აუვლიდა ამას გვერდს.

ჩვენ ვნახეთ, რომ მანამდე, სანამ ტრამპი ჩავიდოდა ჩინეთში, იქ ჩავიდა კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელიც განაწყენებულია ამერიკაზე, ჩავიდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველა დიდი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, რადგან აბსოლუტურად ყველა აცნობიერებს ჩინეთის მნიშვნელობას მომავალი მსოფლიოსთვის. მე მჯერა, რომ ჩინეთი გახდება მომავალი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი, რაც დღეს ჩამოყალიბების პროცესშია. აშშ-ს ერთპიროვნული მმართველობა რომ დამთავრდა, ეს ცხადია და რაც არ უნდა პროამერიკული და ამერიკაზე გაგიჟებული იყოს ადამიანი, ისიც აცნობიერებს ამას, რადგან ჩინეთი ხდება მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი, ყველა ფიქრობს, რომ თამაშის წესები მასთან დღესვე უნდა შეთანხმდეს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში