გიორგი შარაშიძე - ლევან დავითაშვილი შედარებით მოქნილი აღმოჩნდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მისი საქართველოში ყოფნა სხვებსაც არ აწყობთ, რადგან უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელია და თავად შეუწყვეს ხელი

ფასების რეგულირების კომისიის დასკვნა არის კარგი სამაგისტრო ნამუშევარი, მაგრამ ეს არ არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ქვეყანაში გაჯანსაღდეს ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გიორგი შარაშიძის თქმით, „ოცნების“ გუნდი მობილიზებულია, რომ ხალხს რაღაც მაინც შესთავაზონ და მიმდინარეობს „ოპერაცია რიგითი კობახიძის გადასარჩენად“.

„რაც კომისიის დასკვნამ დაადასტურა, არის სრულიად საპირისპირო იმისა, რაზეც საუბრობდა ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრი კაცი ხარ, იმისთვის იცლი, დაჯდე და ვიდეო ჩაწერო და ამ ვიდეოში კონკრეტული პროდუქტების მიხედვით დაასახელო, რამდენი პროცენტით მაღალია ჩვენთან ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით, მერე შენივე უმრავლესობას პარლამენტში შეაქმნევინო კომისია, რომელიც გეტყვის, რომ დიდი ბოდიში, ეს ასე არ არის, კონკურენციაც არის ამ ქვეყანაში და თურმე არც მარჟებია განსაკუთრებულად მაღალი და ყველაფერი კარგად არის და ფასები ვერ შემცირდება, პირიქით გაიზრდება.

ერთადერთი შედეგი, რაც ვიხილეთ არის ის, რომ ხორცი გახდა ისტორიულად ყველაზე ძვირი ამ ქვეყანაში. 40 ლარამდე ღირს, როდესაც ათ ლარად გვპირდებოდა ნახევარი კილო ხორცის ყიდვას ბატონი კობახიძე. ხუთი თეთრით გაიაფებული წიწიბურას დახლები გამოყვეს ღარიბი და ნაკლებად შეძლებული მოქალაქეებისთვის, ეს საერთოდ რა ჟესტია? ეს ფასდაკლებები მაღაზიებში ისედაც ყოველთვის იყო, ეს ხომ ყველამ კარგად იცის, როდესაც მოდიოდნენ მარკეტების წარმომადგენლები, ყველა საუბრობდა ამაზე. ახლა რა მოხდა? უბრალოდ სხვადასხვა თაროებზე გაფანტულ პროდუქციას ერთ კუთხეში მოუყარეს თავი და დაარქვეს პირობითად ღარიბების კუთხე? ეს ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, სოციალურ ფენებად დაყოფა?

ყველა ხვდება, რომ ირაკლი კობახიძის ინიციატივა თავიდანვე იყო განწირული. ილუზიებში იყო ეს ადამიანი, თუ ვიღაცამ განზრახ დააშვებინა შეცდომა, თუ შეცდა დრო გამოაჩენს. ახლა მთელი „ოცნების“ გუნდი მობილიზებულია, რომ ხალხს რაღაც შესთავაზონ, ოპერაცია რიგითი კობახიძის გადასარჩენად, დაახლოებით ასე შეგვიძლია დავარქვათ ამას.

ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის კორუფცია, სანამ ამ ქვეყანაში იქნება ასეთი კორუფცია, როგორიც არის, რაც თავიდან ბოლომდე „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, ბუნებრივია ფასები ვერ შემცირდება. მოჩვენებითი სრულიად აბსურდული აქციები, რაც გააკეთეს, ბოდიში, მაგრამ ამას არავინ არ ჭამს, ეს არის მორიგი პოპულისტური, პროპაგანდისტული პიარ სვლა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გარდა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, შარაშიძემ ისაუბრა ყოფილი მინისტრის ახალი თანამდებობის შესახებაც.

კერძოდ, SOCAR-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ლევან დავითაშვილის ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნაზე საბრისას გიორგი შარაშიძემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მის დანიშვნას თავად „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო ხელი.

მისივე თქმით, „არ გაუშვებდნენ, „ქართულ ოცნებას“ ლევან დავითაშვილის საქართველოდან გაშვება რომ არ სდომოდა, არც გაუშვებდნენ და არაა გამორიცხული, რომ ვიღაცას „მისი საქართველოში ყოფნა არ აწყობდა“.

„როგორც ჩანს, ის აღმოჩნდა შედარებით მოქნილი ამ სიტუაციაში. გასაგებია, რომ ის მარტო ვერ იმოქმედებდა კორუფციულ სქემებში. ის ვიცე-პრემიერი იმ დროს იყო, როდესაც ყველაზე მეტად გამოვლინდა კორუფციული ფაქტები, როდესაც ღარიბაშვილზე ვსაუბრობთ, ბურჭულაძეზე ვსაუბრობთ, როდესაც კორუფციულ სქემებზე ვსაუბრობთ, ამ პერიოდში იყო ის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი საქართველოში ყოფნა სხვებსაც არ აწყობთ იმიტომ, რომ ის არის უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი და არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ თავად შეუწყვეს ხელი. ეს არ არის უბრალოდ ქვეყნიდან გასვლა, ეს არის საკმაოდ კარგ, კომფორტულ და მაღალანაზღაურებად სამსახურში გადასვლა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს