დონალდ ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი ეთანხმება იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ეთანხმება იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.

„არ ვფიქრობ, რომ ჩინეთს სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს - მე ვუთხარი, უბრალოდ არ გაგიჟდეთ, არ გჭირდებათ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ მისი აზრით, ჩინეთის ლიდერი ამას ეთანხმება.

„არა მგონია, რომ მას სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სი ძინპინმა უთხრა, რომ თუ რამეში დახმარება შეუძლია, სურს დაეხმაროს ირანთან შეთანხმების დადებაში.

ამასთან, ტრამპის მტკიცებით შეერთებულ შტატებს საერთოდ არ სჭირდება ჰორმუზის სრუტის გახსნა - ან არ სჭირდება იმდენად, რამდენადაც ჩინეთს.

„ჩვენ ეს საერთოდ არ გვჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება. შეგიძლიათ იკითხოთ, რატომ ვაკეთებთ საერთოდ ამას. ამას ვაკეთებთ ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის და სხვა ქვეყნების, ბაჰრეინის დასახმარებლად“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში