სახალხო დამცველის აპარატს კასპის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

საქართველოს სახალხო დამცველმა კასპის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„ასევე მიმოიხილა აპარატის პრაქტიკული საქმიანობის ასპექტები და ისაუბრა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების უფლებრივ მდგომარეობაზე.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების ცოდნისა და ზოგადად, განათლების მნიშვნელობაზე ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად სახალხო დამცველისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ისინი დაინტერესდნენ თემატიკით, რომლის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატს ყველაზე ხშირად მიმართავენ და ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში