მაია ბუწაშვილი - ნოროვირუსი არ არის ახალი ვირუსი, გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც

საკრუიზო გემზე, რომელიც გაჩერებულია ბორდოში, ნოროვირუსი დაფიქსირდა 49 ადამიანში - გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული მგზავრი - ეს არ არის ახალი ვირუსი. გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც, -ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი.

„ისევ კრუიზი და ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელება - ამჟამად ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით. ვირუსი დაფიქსირდა 49 ადამიანში. გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული მგზავრი. დანარჩენი მგზავრები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ახლახან იმათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, გემის დატოვების უფლება მისცეს.

ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი. გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისათვის.

ეს არ არის ახალი ვირუსი. გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში“, -წერს მაია ბუწაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში