აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე აფრინდა.
დონალდ ტრამპი ჩინეთში 13 მაისს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მან ჩინელ კოლეგა სინ ძინპინთან შეხვედრები გუშინ და დღეს გამართა.
ტრამპის ვიზიტი ასევე მოიცავდა სახელმწიფო ბანკეტს, ისტორიული ადგილების მონახულებას, ორმხრივ ჩაის სმას და სამუშაო ლანჩს.