გენერალური პროკურატურა - თბილისის პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა შენდება - სამშენებლო სამუშაოები გენერალურმა პროკურორმა დაათვალიერა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გენერალური პროკურორი ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარე პროცესს გაეცნო და შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, თბილისის პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა შენდება, რომელიც მორგებული იქნება პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე და ყველა პირობა იქნება შექმნილი ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

„ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. უკვე არაერთი წელია რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.

ასევე, ახალ შენობაში მოეწყობა სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი ასევე, მოქალაქეთა მისაღები, სადაც პროკურატურაში მისული მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება იქნება შესაძლებელი.

პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

პროკურატურის ახალი შენობა და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში