საქმეზე „შპს „ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება საქმეზე „შპს „ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1816).

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

სასამართლოს ცნობით. პროცესი დღეს, 15 მაისს 12:00 საათზე ჩატარდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადების საკითხს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

„მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ავტომატურად იწვევს მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას, მიუხედავად კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებისა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული რეგულირება არღვევს საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის უზუსტობის ტვირთი აწევს შემძენს, ქონების შეძენით დაინტერესებული პირი იძულებულია, შეამოწმოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე და რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ ნივთის გასხვისების მართლზომიერება, რაც, თავის მხრივ, გარიგებების მთელი ჯაჭვისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებისა და ანალიზის საჭიროებას აჩენს. ამასთან, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზის სრულყოფილი იდენტიფიცირება შესაძლოა, ვერც მოხდეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, კეთილსინდისიერი შემძენი დგას უძრავი ნივთის არასწორი რეგისტრაციისა და შემდგომში, საკუთრების უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, რის გამოც სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში