"თეთრი კვადრატი" "ალტე უნივერსიტეტის" ორ მაგისტრანტს სწავლას სრულად დაუფინანსებს

„ალტე უნივერსიტეტი“ და დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ ხარისხიანი განათლების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობას იწყებენ.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, „თეთრი კვადრატი“ სრულად დააფინანსებს ორ სტუდენტს, რომლებიც 2026/2027 სასწავლო წელს „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

თანამედროვე განათლების სისტემაში მსგავსი თანამშრომლობები დიდ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც 2026–2027 აკადემიური წლიდან, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ვრცელდება და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღნიშნულ პროგრამებში ვეღარ მონაწილეობენ. მსგავსი ინიციატივები კი კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო სივრცის თანამშრომლობით ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს. სწორედ ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობა ქმნის რეალურ შესაძლებლობას, ნიჭიერმა და მოტივირებულმა ახალგაზრდებმა ხარისხიან განათლებაზე უფრო ფართო წვდომა მიიღონ.

„ალტე უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტები თანამედროვე, პრაქტიკულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას იღებენ. ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს, პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო შესაძლებლობებსა და კარიერული განვითარების რეალურ მხარდაჭერას, რათა თითოეულმა სტუდენტმა სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბდეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც ბიზნესი განათლებას ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად განიხილავს და აქტიურად ერთვება ახალგაზრდების მხარდაჭერაში. მსგავსი პარტნიორობები არა მხოლოდ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას აძლიერებს სტუდენტებისთვის, არამედ - მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ პროფესიულ განვითარებასა და მომავალი კარიერული შესაძლებლობების გაფართოებაში”, - რამაზ კუკულაძე, „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი.

ამ მიმართულებით, „ალტე უნივერსიტეტი“ აბიტურიენტებსაც მრავალფეროვან ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლის გადასახადს და წარმატებულ, მოტივირებულ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების დამატებით შესაძლებლობას აძლევს:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით Top 1000-ს აბიტურიენტს, რომელიც პირველ პრიორიტეტად აირჩევს „ალტე უნივერსიტეტს“, სწავლა დაუფინანსდება 100%-ით;
  • ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ „ალტე უნივერსიტეტს“, სწავლა დაუფინანსდებათ 50%-ით;
  • „ალტე უნივერსიტეტის“ მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტებიდან ტოპ 10-ს „VIAN“ დაუფინანსებს სწავლის გადასახადის 100%-ს;
  • ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული, რომელიც ჩააბარებს „ალტე უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე, სწავლა დაუფინანსდება 100%-ით;
  • ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამაზე ჩარიცხულ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც არჩევით საგნებში (ფიზიკა ან მათემატიკა) მიიღებენ მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს, სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით.

„დღეს, როდესაც თანამედროვე სამყაროში მთავარი კონკურენტული უპირატესობა ცოდნა და განათლებაა, ბიზნესის პასუხისმგებლობა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების შექმნით აღარ შემოიფარგლება. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული ქვეყნის საფუძველი განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე და მოტივირებულ ახალგაზრდებზე გადის.

„თეთრი კვადრატისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, „ალტე უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს არის ინვესტიცია მომავალში, ახალ ლიდერებში და იმ ადამიანებში, რომლებმაც ხვალინდელი საქართველო უნდა შექმნან.

გვინდა, რომ ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე წვდომა ფინანსურმა ბარიერებმა არ შეუზღუდოს. გვჯერა, რომ როდესაც ბიზნესი და განათლება ერთიანდება, იქმნება რეალური ცვლილება, რომელსაც გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ სტუდენტებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე.

„თეთრი კვადრატი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განათლებას, პროფესიულ განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.“ - გიორგი ნატროშვილი, „თეთრი კვადრატის“ დირექტორი.

„ალტე უნივერსიტეტი“ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და კონკურენტული აკადემიური გარემოს გაძლიერებას, რაც, საერთო ჯამში, ხელს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული განათლების სისტემის განვითარებას ქვეყანაში.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში