ალენ ბერსე - ყოველი უპასუხოდ დატოვებული მუქარა ან ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს უფსკრულის პირს აახლოებს - ნამდვილი უსაფრთხოება იწყება ინსტიტუტებით, რომლებსაც ენდობიან და დემოკრატიებით, რომლებიც საკმარისად მდგრადია

ევროპას არ უწევს არჩევანის გაკეთება უსაფრთხოებასა და დემოკრატიას შორის. მას ეს არასდროს გაუკეთებია და არც შეიძლება ახლა დაიწყოს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს მინისტრთა კიშინიოვში, კომიტეტის ყოველწლიურ სხდომაზე წარუდგინა.

ანგარიშში, სახელწოდებით „ევროპის ახალი დემოკრატიული პაქტი რღვევის ეპოქაში“, ალენ ბერსე გამოდის მოწოდებით, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი და დემოკრატიული ჩარჩო, რომელზეც ევროპის მდგრადი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული და ასევე აღდგეს ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობა.

„რადგან ევროპა ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბით ხელახლა იარაღდება, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რას ვიცავთ სინამდვილეში და იქნება თუ არა მხოლოდ ძალა საკმარისი. სწორედ აქ აკლია ევროპის ამჟამინდელი უსაფრთხოების მოდელი და აქედან უნდა დაიწყოს დემოკრატიული უსაფრთხოება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ალენ ბერსე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და სხვა საერთაშორისო კრიზისების შედეგად მიყენებულ ზიანს.

„ყოველი უპასუხოდ დატოვებული მუქარა ან ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს უფსკრულის პირს კიდევ უფრო აახლოებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მისი თქმით, უცხოური ინფორმაციის მანიპულირება და ჩარევა, დემოკრატიული სისტემებისადმი ნდობის ეროზიასთან ერთად, ძირს უთხრის როგორც კანონის უზენაესობას, ასევე სოციალურ სტაბილურობას და ევროპულ დემოკრატიებს შიგნიდან უქმნის საფრთხეს.

გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ სოციალური უფლებების, ჯანდაცვის, განათლებისა და ინსტიტუციური ნდობის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდი ხნის განმავლობაში არასაკმარისად იყო შეფასებული და უარყოფილი.

„ნამდვილი უსაფრთხოება იწყება ისეთი ინსტიტუტებით, რომლებსაც ადამიანები ენდობიან, და ისეთი დემოკრატიებით, რომლებიც საკმარისად მდგრადია ზეწოლის გასაძლებად,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ევროპის ახალი დემოკრატიული პაქტის ამბიციაა ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება მუდმივი კრიზისების ეპოქაში.

„ეს ყველაზე ნათლად უკრაინაში ჩანს. იქ ევროპის საბჭო ხელს უწყობს რუსეთის აგრესიული ომისთვის პასუხისმგებლობის მექანიზმების შექმნას იქ, სადაც ადრე მსგავსი რამ არ არსებობდა, ამავდროულად კი აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესის ცენტრში დემოკრატიულ მდგრადობას აყენებს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

გენერალური მდივნის 2026 წლის წლიური ანგარიში ექვს თავად არის დაყოფილი : ინფორმაციის მანიპულაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მდგრადობის გაძლიერება; სოციალური უფლებების ხელშეწყობა, როგორც დემოკრატიული მდგრადობის ფაქტორი; თანასწორი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის მხარდაჭერა; არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესების დაცვა; ინკლუზიური მონაწილეობა, სამოქალაქო სივრცე და ფუნდამენტური თავისუფლებები; ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის პოზიტიური გამოყენება, მათ შორის კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა.

ანგარიში ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობას და ასევე წარმოაჩენს მსჯელობისა და შესაძლო სამომავლო ქმედებების ახალ მიმართულებებს, მათ შორის იდეებსა და ინიციატივებს, რომლებიც პაქტის საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს