უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 205 სამხედრო დააბრუნა

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეების გაცვლა განახორციელეს, რის შედეგადაც უკრაინის 205 მოქალაქე შინ დაბრუნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და ომის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„205 უკრაინელი სახლში ბრუნდება. დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები რუსული ტყვეობიდან ბრუნდებიან. ეს 1000-ი 1000-ზე გაცვლის პირველი ეტაპია. გათავისუფლებულებს შორის არიან რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. მათი უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ისინი იცავდნენ უკრაინას მარიუპოლში და აზოვსტალში, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის და კიევის მიმართულებებით, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ომის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ჯარისკაცებისა და სერჟანტების გარდა, 50-ზე მეტი ოფიცერი დააბრუნეს სახლში.

გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ყველაზე ახალგაზრდა 21 წლისაა, ყველაზე უფროსი კი - 62 წლის.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში