სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი

სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.

ამ სიახლეს “ტყის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კოდექსში ახალი ტერმინი “ტყის ფიზიკური დაცვა“ შემოდის. ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება. აღნიშნული თავის მხრივ მოიცავს ტყის ფიზიკურ დაცვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას.

საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ინიციატივა განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც უწყება განმარტავს, დღეისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უკანონო ჭრები რჩება. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკანონო ჭრის პრევენციას უშუალოდ ტყეში, რაც მოითხოვს ეფექტური ფიზიკური დაცვის ორგანიზებას, შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, კონკრეტულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრასა და გეგმიურ თუ არაგეგმიურ მონიტორინგს.

“ამჟამად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია არ გააჩნია. “ტყის მცველის“ პოზიცია ფორმალურად არ არსებობს. სპეციალისტებს არა აქვთ განსაზღვრული პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის თვალსაზრისით, რაც კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ერთვის თან.

უწყების ცნობით, კანონის პროექტის მიღების შემდეგ, საჭირო გახდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 499 თანამშრომლის დამატება: კერძოდ, 4 უბნის უფროსი - თანამდებობრივი სარგო თვეში 3 200 ლარი; 94 მეტყევე - თანამდებობრივი სარგო თვეში - 2 880 ლარი და 401 ტყის მცველი - თანამდებობრივი სარგო თვეში 2 080 ლარი.

“ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია და იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა 499 ერთეულით. ჯამში, 2026 წელს საჭირო იქნება დაახლოებით 28 800 000 ლარი, მათ შორის: 499 თანამშრომლის 6 თვის ხელფასი - 6 705 000 ლარი, ტექნიკა/აღჭურვილობა (950 სამხრე კამერა, 150 ფოტოხაფანგი, 1 200 პლანშეტი, 9 რეგიონის პორტატული რადიოგადამცემი სადგური, 1 200 რაცია, SMART პატრულირების პროგრამული უზრუნველყოფა, 54 ავტომანქანა პიკაპი, 2 ექსკავატორი) - 16,490,000 ლარი, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია - 4 795 000 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა - 110 000 ლარი, უნიფორმა და ფეხსაცმელი - 500 000 ლარი, ავტომანქანების საწვავი - 200 000 ლარი და დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში