ირაკლი კობახიძე - ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს, მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა

მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ დასანქცირებას გამოეხმაურა და იმას, რომ მოლდოვამ „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა.

„ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება.

აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებაც, რომ მოლდოვამ „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

მისი თქმით, მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი. პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ „მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც”.

„მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2. სინამდვილეში, ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა, მოლდოვას ამისათვის არავინ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს სინამდვილეში მოლდოვაში, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც. მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენათა ჯაჭვი“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია "იმედმა" თავად გაავრცელა. ტელეკომპანიის თანახმად, მიზეზი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიანესთან ინტერვიუს მცდელობა გახდა. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში