გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებაზე - „ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“

„ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“, - ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ კითხვას, შესაძლებელია თუ არა მათი პარტიის „ოპოზიციურ ალიანსში“ გაწევრიანება.

გიგა ფარულავას განცხადებით, აღნიშნული საკითხი არ განხილულა და არც მომავალში განიხილება, მეტიც, ფარულავა მიიჩნევს, რომ ბოიკოტში მყოფი პარტიების დღის წესრიგი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას ეხმარება.

„ბევრჯერ გვითქვამს- „ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“. ეს დაადასტურა კობახიძემაც, მდინარაძემაც, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავად თქვა, აღიარა, როგორ დაგეგმა და განახორციელა 4 ოქტომბერი მათ მიერ ჩანერგილი აგენტების მეშვეობით. არის ბევრი ფაქტი - სუს-ი, „ოცნების“ შესაბამისი პირები როგორ აძლევენ აგენტებს ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნები შემდეგ ფულს. მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც მეტყველებს, რომ ისინი მოქმედებენ „ოცნების“ დღის წესრიგის სასარგებლოდ.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, მიხედონ თავიანთ საქმეს. არც განგვიხილავს, არც განვიხილავთ და მომავალშიც არ იქნება განხილული“, - განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, ვის გულისხმობს ის „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში, ფარულავამ აღნიშნა: „ყოფილი „ნაცებიც“ და ახალი „ნაცებიც“.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ძალები ეროვნულ დღესასწაულებზე საზოგადოების გახლეჩას არ უნდა ცდილობდნენ.

„26 მაისი არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული, სადაც ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ მსგავს სიმბოლურ თარიღებზე, როდესაც ყველა პოლიტიკური აქტივი უნდა ცდილობდეს საზოგადოების კონსოლიდაციას და გაერთიანებას, რომ მოხდეს საზოგადოების დაყოფა მტრებად და მოყვარებად, პოზიციად და ოპოზიციად. შესაბამისად თუ რამის თავი აქვთ ამ კონკრეტული ბოიკოტის პარტიებს ან სხვა ოპოზიციურ ძალებს, შეუძლიათ მსგავსი ტიპის ღონისძიებისთვის შეარჩიონ სხვა თარიღი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, მსგავსი ტიპის დღის წესრიგით, ისინი პირდაპირ მოქმედებენ „ოცნების“ პროპაგანდის სასარგებლოდ. დღეს როცა ამბობენ, რომ 26-ში იწყებენ და 26-ში ამთავრებენ, ამის ნათელი მაგალითი იყო მათ მიერ დაწყებული 4 ოქტომბერი და დასრულებული 4 ოქტომბერი, როგორ დაიწყეს და როგორ დაასრულეს. დაიწყო ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა პოლიტიკური მოწოდებებით და 4 ოქტომბერს საღამოს ზოგი სახლში შეხვდა ჩაკეტილი და მოტყუებული, შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები შეატოვეს პოლიციას ბარიკადებთან. მსგავსი ტიპის ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია.

წარსულით თუ ვიმსჯელებთ, 4 ოქტომბრის მაგალითზე ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, მათ მიერ შემოთავაზებულმა დღის წესრიგმა, როგორ დააზიანა ზოგადად პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო,“ - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით ალიანსში „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ უნდა მიიღონ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში