ირაკლი კობახიძე -  როცა კაცს „თვალთხარიას“ ეძახი და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა გვარამია, „ლელო“, გახარია, თუ სხვა, ერთი ქოლგის ქვეშ მოქმედებენ და ამ „ქოლგას“ ჰქვია უცხოური აგენტურა

ჯერ ერთი, ეს განცხადება უპრინციპობაზე მეტყველებს, როცა კაცს „თვალთხარიას“ ეძახი და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, რა თქმა უნდა, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა, მათთვის ეს აბსოლუტურად დამახასიათებელია, უკლებლივ ყველა ამ პარტიისთვის უპრინციპობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ ალიანსში პარტია „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უნდა მიიღონ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა.

„სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა, ეს არის უცხოური აგენტურა, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, მათ შორის ეს რაღაც კონფლიქტებიც არის აბსოლუტურად ხელოვნური. ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ - ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია, თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ „ქოლგას“ ჰქვია უცხოური აგენტურა“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში