ირაკლი კობახიძე - თუ კონკრეტული პატიმრები გამოხატავენ სინანულს, ჩვენ სათანადო რეაგირება გვექნება - არავის უხარია ციხეში პატიმრის ყოფნა, ჩვენ ვინმეს ბოდიში არ გვჭირდება, სინანული მნიშვნელოვანია პრევენციისთვის

თუ კონკრეტული პატიმრები გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ სათანადო რეაგირება გვექნება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრების მხრიდან სინანული მნიშვნელოვანია, რადგან სინანული პრევენციულ ეფექტს შეუწყობს ხელს.

„სასამართლო მოქმედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდარტებით. შეწყალება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაძლოა პრეზიდენტმა სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში. სასამართლო პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ იხელმძღვანელებს. მონანიება და დანაშაულის აღიარება არის მთავარი. ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, სინანულსა და მონანიებას, მანამდე ჩვენი მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება ვერ იქნება.

არავის უხარია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის ყოფნა. გახსოვთ, რომ რევოლუციის 1-ელი მცდელობის დროს 1 ადამიანი იყო დაკავებული, როდესაც ლამის მთელი ქალაქი გადაწვეს. ამან ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა წაახალისა. შემდეგ 6 ადამიანი იყო დაპატიმრებული, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ იყო, ამან შემდგომ წაახალისა რევოლუციის მე-3 მცდელობა. ამის შემდეგ დააპატიმრეს დაახლოებით 30 ადამიანი, ამან კი თავისი პრევენციული ეფექტი იქონია.

ჩვენ ვინმეს ბოდიში არ გვჭირდება. სინანული, მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, როდესაც ადამიანი ჩვენ და სხვებსაც დაანახებს, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს ნანობენ, ამას პრევენციული ეფექტი ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი.

სინანული კი არის ის, რაც პრევენციულ ეფექტს ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში