ირაკლი კობახიძე - 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას!

რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას! - ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დასახელებულ 6 ძირითად პირობას „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი კანონმდებლობა აბსოლუტურად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას!

დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

ჩვენ ჩავატარებთ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, „ოპოზიციური ალიანსი“ 6 ძირითად პირობას ასახელებს, „რომლის შესრულებაც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“.

„ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დასახელებული 6 ძირითადი მოთხოვნა შემდეგნაირია:

პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020-2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. 2024 წლის არჩევნებს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.

მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.

მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.

მეოთხე - აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოქცეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.

მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.

მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო