ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლებისთვის წინაპირობების წამოყენებას არ ვაპირებთ და იმედია, შეცვლიან დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ - მზად ვართ, ყველა თემაზე ვიმსჯელოთ

ჩვენ უკრაინას ვერავითარ პირობებს ვერ დავუყენებთ, ეს არის ომში მყოფი ქვეყანა, ჩვენ უკრაინას ვუსურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას, ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი არის მეგობარი ხალხი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში აღდგეს მშვიდობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ შეიცვლება, თუმცა აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი მზად არის უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩეს.

„თქვენ იცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანა მიმდინარე ომმა უკრაინა- დანგრეულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ეკონომიკა, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა, უამრავი ადამიანია დაღუპული, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანია ქვეყნიდან გასული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ მშვიდობა აღდგეს უკრაინაში. როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, შესაბამისად, არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების წამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, წინაპირობებით ჩვენ ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით. უნდა შედგეს უბრალოდ ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ ასეთი იქნება უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებაც“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის კონტექსტში გამორიცხულია.

„ჩვენთვის ვერ იქნება ასეთი თემები საინტერესო, საერთოდ სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა, რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ და უფრო ადრე დაუშავა საქართველოს ბევრი რამ. ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არ აქვს ერთწლიანი და ორწლიანი ისტორია, ასეთ პირობებში, ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად, არის სრულიად გამორიცხული“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში