რევაზ სოხაძე - შავ სიებთან დაკავშირებით არის მიღებული გადაწყვეტილებები, რომ არ მოხდეს მხოლოდ სახელის ცვლილებით ერთი და იგივე დამფუძნებლების მიერ სხვადასხვა კომპანიის ჩამოყალიბება, ამ მიმართულებით მკაცრდება მიდგომები

შავ სიებთან დაკავშირებით არის მიღებული გადაწყვეტილებები, რომ არ მოხდეს მხოლოდ სახელის ცვლილებით ერთი და იგივე დამფუძნებლების მიერ სხვადასხვა კომპანიის ჩამოყალიბება, ამ მიმართულები მკაცრდება მიდგომები,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებისთვის, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ კონტროლის გაძლიერება, მეორე მხრივ, კი კერძო სექტორისთვის და კომპანიებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რაც მათ უკეთესად ოპერირების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, არაერთი შეხვედრა გაიმართა შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის სექტორის გაჯანსაღება. სექტორის გაჯანსაღებისთვის, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ ჩვენ კონტროლი გავაძლიეროთ, თუმცა, ასევე, შევუქმნათ კერძო სექტორს და კომპანიებს ის პირობები, რაც მათ უკეთესად ოპერირების საშუალებას მისცემს, უფრო სამართლიანი იქნება თამაშის წესები და ვფიქრობ, ის გადაწყვეტილებები, რაც დღეს გავაჟღერეთ, არის მართლაც რევოლუციური ამ სექტორისთვის. ეს შეეხება ახალი ფასების დადგენას და საბაზრო ფასებით სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებას, ასევე ინდექსაციის საკითხს, რომელიც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემა იყო, როდესაც კონტრაქტი მრავალწლიანია. ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით სექტორს მაქსიმალურად გააჯანსაღებს და საბოლოო ჯამში, მივიღებთ ხარისხიან პროდუქტს დროულად.

რაც შეეხება ინდექსაციას ეს არ არის მხოლოდ ზრდის ტენდენციისკენ მიმართული, მათ შორის, ის შეეხება ფასის რადიკალურ კლებას. შეიძლება დღეს რკინის ფასმა მოიმატოს საგრძნობლად და შემდეგში დაიკლოს და რა თქმა უნდა, სახელმწიფო საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება გაჭიანურებულ პროექტებს, მისი თქმით, სამინისტრო კრიზისულ პირობებში მართავთ ამ პროექტებს.

„ზოგი დასრულდება, ზოგთან მოგვიწევს, ალბათ, ხელშეკრულების გაწყვეტა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლიან და სახელმწიფო ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, გარკვეული პირობებით შემოდის რეგულაცია, რომელიც გამორიცხავს ტენდერში ე.წ. პირამიდის პრინციპით ტენდერში შემოსვლას.

„თუ კომპანია 20%-ზე მეტ ფასკლებას განახორციელებს, ის აღარ მიიღებს ავანსს, მისი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ორჯერ გაიზრდება, შესაბამისად გამოვრიცხოთ ე.წ. პირამიდის პრინციპით ტენდერში შემოსვლა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში