მძღოლობის კანდიდატებისთვის, რომელთაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესი მარტივდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365 -დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს.

უწყების ცნობით, მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც მინიჭებული 365- დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სააგენტოს ცხელი ხაზის (1272) მეშვეობით შეუძლიათ დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით.

ამასთან, სააგენტო განმარტავს პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება:

გეგმური ჯავშანი - ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან

30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული;

არაგეგმური ჯავშანი - ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში