სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე“ სასურსათო სივრცეში კატის ყოფნისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების გამო დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე“ დარღვევების გამო დააჯარიმა. კერძოდ, როგორც სურსათი ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სასურსათო სივრცეში კატის არსებობას შეეხებოდა, „ლიბრეში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა, შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, რის გამოც შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი და ვადაგასული სურსათი დაილუქა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ( ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა ს/ს „ნიკორა ტრეიდში“ („ლიბრე“, ს/კ 206255808 მის: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 19). ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.

არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში