ესპანეთის რამდენიმე ქალაქში, საქართველოსა და ესპანეთის პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში, 27 ბინის ქურდობაში მონაწილე ჯგუფის წევრები დააკავეს - დაჯგუფება ორი: ქართული წარმოშობის წევრებისა და ესპანური შტოსგან შედგებოდა

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპოლიციო ღონისძიება საქართველოს პოლიციის ატაშესთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა და მას წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია.

„გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. ირკვევა, რომ დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა - ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ, და ესპანური შტოსგან, რომლებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.

ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გუადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს.

გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო