გია ვოლსკი - ჩემი აზრით, უკრაინელების მხრიდან გულწრფელობის სერიოზული დეფიციტია - არანაირად არ შეცვლილა მათი შეხედულება იმაზე, რომ საქართველოს სისხლი უნდა დაეღვარა, ახალგაზრდები ბრძოლის ველზე გაერეკა

არის მზადყოფნა იმისა, რომ გუშინდელი ცუდი ურთიერთობა ნებისმიერთან გამოვასწოროთ, თუ ამის საშუალებას კონიუნქტურა იძლევა - ჩემი აზრით, უკრაინელების მხრიდან გულწრფელობის სერიოზული დეფიციტია, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრი სიბიგას შორის დაგეგმილ შეხვედრაზე დასმულ შეკითხვას.

ვოლსკის თქმით, “არანაირად არ შეცვლილა მათი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სისხლი უნდა დაეღვარა, ახალგაზრდები ბრძოლის ველზე გაერეკა და ომში ჩართულიყო“.

“ეს არანაირად არ შეცვლილა! ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ზელენსკის დამოკიდებულებაზე ხელისუფლების მიმართ. ამის ცვლილებას ვერ ვხედავთ!

ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ითხოვს, ბოდიშს რატომ არ იხდითო. ვნახოთ, შეხვედრის წინ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კეთილგანწყობილი ატმოსფერო იყოს. ამ რეალობაში დავინახავთ, რა არის ინტერესი იმისა, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობა მოაწესრიგოს - რა არის მათი პირადი ინტერესი და მათი ხედვა.

გვაინტერესებს ისიც, რომ აპარატის უფროსი, რომელიც გუშინ ბრძოლის ველზე გასვლისკენ მოგვიწოდებდა და რომელიც უკრაინაში სერიოზული პოლიტიკური გავლენის იყო, დღეს დაჭერილია უშველებელი მოცულობის კორუფციული გარიგებების გამო. როგორ არის ეს ყველაფერი - როგორ არის ამ თემასთან დაკავშირებით? - იქნებ მისი ბრალი იყო ეს ყველაფერი, რომ შეცდომაში შეიყვანა ზელენსკი?!

მართალია ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ფარდის მიღმა უნდა წავიდეს, მაგრამ ვადასტურებ, რომ ჩვენ პოზიტიური განწყობა გვაქვს. უკრაინელი ხალხის მიმართ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ პოლიტიკურად და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. დღესაც უპრეცედენტო რამეს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე. თუნდაც ათასობით ბავშვი, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტში სწავლობს. არის უპრეცედენტო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენს პირობებში - წარმოიდგინეთ, ოკუპირებული ხარ, თავზე “კალაშნიკოვი“ გადევს და შენ პოლიტიკურ ველზე ასეთი პრინციპული პოზიცია გიკავია.

არ დაგვიფასეს, მაგრამ არ დაგვიფასეს არა იმიტომ, რომ უმადურები არიან, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი პოლიტიკური ინტერესი არ არის, რომ დაგიფასოს და შენს ქმედებას პოზიტიური შეფასება მისცეს.

იმედია, ადრე თუ გვიან გაირკვევა, რაშია საქმე - რა მოხდა?!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს