თაზო დათუნაშვილი - როდესაც ბოჭორიშვილი ევროსაბჭოში მინისტრებს აეკიდება და შეეცდება, ფოტოები გადაიღოს, აქ პაპუაშვილი პარტნიორების ლანძღვა-გინებას გააგრძელებს - ცალსახად ვხედავ, რომ პოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი ფაზა დაეწყება „ოცნებას“

დაბალი წარმოდგენის ვარ მაკა ბოჭორიშვილის დიპლომატიურ შესაძლებლობებზე და ვერ გეტყვით რაიმე გარდამტეხს მოიტანს თუ არა მისი შეხვედრები, მაგრამ ცალსახად ვხედავ, რომ პოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი ფაზა დაეწყება „ქართულ ოცნებას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც კიშინეუში მიმდინარე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა შეაფასა.

მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილი „ფოტოების გადასაღებად მინისტრებს აეკიდება, რათა გამოჩნდეს თუ რამდენ ხალხს ხვდება“.

„დაბალი წარმოდგენის ვარ მაკა ბოჭორიშვილის დიპლომატიურ შესაძლებლობებზე და ვერ გეტყვით რაიმე გარდამტეხს მოიტანს თუ არა მისი შეხვედრები. მაგრამ ცალსახად ვხედავ, რომ პოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი ფაზა დაეწყება „ქართულ ოცნებას“.

როდესაც მაკა ბოჭორიშვილი იქ მინისტრებს აეკიდება და შეეცდება, რომ ფოტოები გადაიღოს, რომ გამოჩნდეს თუ რამდენ ხალხს ხვდება, პარალელურად, აქ ივანიშვილის პოლიტიკური მარტორქა, შალვა პაპუაშვილი გამოვა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინებას გააგრძელებს.

მის შეხვედრებს რა შედეგი მოჰყვება არ ვიცი, მაგრამ ქალბატონ ბოჭორიშვილს ახალი დავალება აქვს რომ აქვს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები დაათბოს, ეს ცალსახად ჩანს“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში