ირაკლი ზარქუა - ევროპარლამენტში არიან „ნაცმოძრაობის“ დაქირავებული ლობისტური ჯგუფები, რაისა „კომუნისტკა“ ოდითგანვე ცნობილია, დანარჩენი: „მარგარიტა“, „კუბილიუსა“ - ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვიან, ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ

ევროპარლამენტში არიან ლობისტური ჯგუფები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დაქირავებული ჰყავს. რაისა „კომუნისტკა" ოდითგანვე ცნობილია, დანარჩენი: მარგარიტა, კუბილიუსა...ყველა ესენი „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან - გახსოვთ, ევროპარლამენტში მიაღებინეს რეზოლუცია, რომ სააკაშვილს ვკლავდით, ვწამლავდით. რომელიმემ ან სიგიჟესა და სიცრუეზე ბოდიში მოიხადა? კაცი, ჯანმრთელი, საღ-სალამათი რევოლუციას გვიანონსებს,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რაისა“ კომუნისტკა, რომელიც ნოტაციებს კითხულობს, გორბაჩოვის პარტნიორი იყო „პერესტროიკის“ დროს.

„ევროპარლამენტში არიან ლობისტური ჯგუფები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დაქირავებული ჰყავს. იცით, მილიონობით დოლარს იხდიდნენ.

რაისა კომუნისტკა ოდითგანვე ცნობილია, დანარჩენი: მარგარიტა, კუბილიუსა...ყველა ესენი „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან. დაქირავებული თუ რა არის, ეს სხვა თემაა. ბუნებრივია, მათი ამოცანა რა არის - რეზოლუცია რეზოლუციაზე. გახსოვთ, ევროპარლამენტში მიაღებინეს რეზოლუცია, რომ სააკაშვილს ვკლავდით, ვწამლავდით. რომელიმემ ან სიგიჟესა და სიცრუეზე ბოდიში მოიხადა? კაცი, ჯანმრთელი, საღ-სალამათი რევოლუციას გვიანონსებს. რომელიმემ ბოდიში მოიხადა? ისევ ორმაგი სტანდარტი აქვთ. რაისა „კომუნისტკა“ რომ ნოტაციებს გვიკითხავს, ქალბატონი გორბაჩოვის პარტნიორი იყო „პერსტროიკის“ დროს, ეგ და კუბილიუსი. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ესენი რას იტყვიან. ესენი არიან დაკვეთის შემსრულებლები, ადგილობრივი უსამშობლოები ჰყავთ აფინანსებენ და შესაბამისად ხდება ეს ორომტრიალი.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ამის დამსახურებაა, რომ მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია, გადანაწილება მიმდინარეობს მსოფლიოში, საქართველოში კი სიმშვიდე“, - აღნიშნა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში