ლევან მახაშვილი 26 მაისის აქციაზე - შფოთვის და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენას შეეცდებიან, რომ იქნებ სახელმწიფომ რამე შეცდომა დაუშვას, რაზეც ახალ კამპანიას ააგებენ - რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, ეს პარტიული კარის თამაშებია

ჩვენი მოლოდინია, რომ ამჯერადაც შფოთვის და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენას შეეცდებიან, რომ იქნებ სახელმწიფომ სადმე რაიმე შეცდომა დაუშვას, რაზეც ახალ კამპანიას ააგებენ,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კანონის ჩარჩოებში იქნება.

„წინა შემთხვევებისას ყველა ასეთ თარიღზე დაძაბულობის შემოტანა ხდებოდა. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენი მოლოდინია, რომ ამჯერადაც შფოთვის და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენას შეეცდებიან, რომ იქნებ სახელმწიფომ სადმე რაიმე შეცდომა დაუშვას, რაზეც ახალ კამპანიას ააგებენ. ბევრი ასეთიც გადაგვივლია, სახელმწიფოც გაიზარდა და მსგავსი პროცესების მართვაც უკვეთ ისწავლა. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი იქნება კანონის ჩარჩოებში. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც 26 მაისს კონკრეტული მიზნით შეიკრიბებიან, კანონის ჩარჩოებში დარჩებიან“, - განაცხადა მახაშვილმა.

„ოპოზიციურ ალიანსში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი არ აქვთ.

„ეს არის პარტიული კარის თამაშები. ამ პოლიტიკურ ძალებს ბმა და კავშირი საქართველოს მოქალაქეებთან, ამომრჩეველთან არ აქვთ. რამდენჯერაც გამოხატა ამომრჩეველმა მხარდაჭერა, იმდენჯერ შეყარეს სახეში მათ შორის საპარლამენტო მანდატები.

[არ ფიქრობენ] საზოგადოებისთვის რა იქნება სასარგებლო, საინტერესო ხედვის შეთავაზება არ შეუძლიათ. რეალობას არის მოწყვეტილი. პერსპექტივა არ აქვს ამ პროცესებს“, - განაცხადა მახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო