ირაკლი ზარქუა - ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს - ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან - ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ „ლიდერს“

ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს - ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო [პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან] - ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს - ლიდერს ბრჭყალებში! საბოლოო ჯამში, ყველა ამ ბედს გაიზიარებს! - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე დასმული კითხვის პასუხად ზარქუამ განაცხადა, რომ ზუსტად იმ პოზიციაზე არიან, რა პოზიციაზეც ამ წლების განმავლობაში იყვნენ.

“როგორც მაშინ ვამბობდით ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ: - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხსა და მშვიდობას! ჩვენ ზუსტად იმ პოზიციაზე ვართ, რა პოზიციაზეც ამ წლების განმავლობაში ვიყავით.

საპასუხოდ მივიღეთ ჩვენი ელჩის გამოძევება. მეტიც, ბატონმა ზელენსკიმ ჩვენი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის გარკვეული წევრები დაასანქცირა. ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო. ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს - ლიდერს ბრჭყალებში! საბოლოო ჯამში, ყველა ამ ბედს გაიზიარებს.

უკრაინაში ვხედავთ იმას, რომ განსხვავებული აზრი არ ისმის, არც ერთი ოპოზიციური მედია არ ოპერირებს, არც ერთი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია იქ არ არსებობს. არც ერთი მიმართულებით, სადაც დემოკრატიამ შეიძლება ხმა ამოიღოს და სადმე სუნთქავდეს, არ არსებობს. სამაგიეროდ, როგორ არის დასავლეთიდან შეფუთული? - ლიდერი, მთელი ხალიჩა, დემოკრატია და ასე შემდეგ! იგივე ხელწერაა, რაც მიხეილ სააკაშვილზე იყო. გახსოვთ სააკაშვილი აქ რეებს სჩადიოდა: - რეკეტი, ადამიანის მოკვდინება, ახალგაზრდების ტერორი, ციხეებს არ ვახსენებ, მაგრამ დასავლეთში ის მიღებული იყო როგორც დემოკრატიის შუქურა. რატომ ? - იმიტომ, რომ ყველა დაკვეთას ასრულებდა რაც იქედან მოდიოდა და რაც ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში არ იყო. ზუსტად იგივე დაემართა ზელენსკის!

ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს! არ ვიცი, ის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმურია, რადგან ვადა ამოეწურა. ეუბნებიან რომ არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ არ ატარებს. გვქონია შემთხვევა, როცა ომი მიმდინარეობდა, მაგრამ დანარჩენ ნაწილში არჩევნები ჩატარდა - თუ ვინმეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა, მსოფლიო სინამდვილეში ასეთი პრაქტიკა არსებობს!

ჩვენს ჩვენ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ - ეს ინტერესია, რომ ომში არ ჩავერთოთ, მეორე ფრონტი არ გავხსნათ და რაც მნიშვნელოვანია, სანქციები არ დავუწესოთ საკუთარ ეკონომიკას და საკუთარ ხალხს.

დასჭირდათ უკვე საქართველო! - მანამდეც სჭირდებოდათ, მაგრამ ეგონათ, რომ აქ რევოლუციას მოახდენდნენ და ისეთ მარიონეტებს დასვამდნენ, როგორც არიან ზელენსკი, სანდუ და სააკაშვილი. არ გამოუვიდათ! - ამიტომაც ებრძვიან ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, პატრიოტ მთავრობას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ეს ადამიანი თავისი საქმით, ხელწერითა და მიდგომით ქართველია და ქართულ სახელმწიფოს იცავს. ის არის დაზღვევა ჩვენი გუნდისთვის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში