ლანა გალდავა - საერთოდ წარმოუდგენელია, რაზე და რა ალიანსებში გაერთიანებაზეა საუბარი, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა

საერთოდ წარმოუდგენელია, რაზე და რა ალიანსებში გაერთიანებაზეა საუბარი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ „პოლიტიკური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ქვეყანაში ორპოლუსიანობის დასრულების მიზნით შეიქმნა.

„ლელო“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო ორპოლუსიანობა და ძლივს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც არის „ქართული ოცნება“ ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობა“ ცალკე და რაღა თქმა უნდა, „ლელო“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით არის და აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ, საერთოდ წარმოუდგენელია, რაზე და რა „ალიანსებში“ გაერთიანებაზეა საუბარი. ჩვენ

ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხაზს, რაც არის დამოუკიდებლად ჩვენი პარტიის განვითარება, ის სტრატეგიები და მიზნები, რაც ჩვენ ასევე დამოუკიდებლად გაგვაჩნია“, - განაცხადა გალდავამ.

შეგახსენებთ, „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ალიანსში პარტია „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უნდა მიიღონ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში