მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა მოდელით განხორციელდება 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების მობილობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთათვის, უნივერსიტეტებს შორის მობილობა აქამდე არსებული მოდელის მიხედვით განხორციელდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ სტუდენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტიდან გადავა კერძო უნივერსიტეტში, მას სწავლის ღირებულების გადახდა მოუწევს, ისევე როგორც პირიქით, კერძოდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის შემთხვევაში, მისი სწავლა დაფინანსდება.

რაც შეეხება ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გრანტის მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნებათ, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს სრულად ჯდება რეფორმის კონტექსტში.

„ის რა ცვლილებაც ჩვენ წარვადგინეთ, სრულად ჯდება რეფორმის კონტექსტში. რეფორმის კონტექსტი გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, 2026 წლიდან, სწავლა გახდება უფასო. შესაბამისად, დაფინანსებები მათ შორის საგრანტო აღარ გავრცელდება კერძო უნივერსიტეტების მიმართულებით. ამიტომ მსგავსი ტიპის არანაირი სამუშაოები არ ხდება. დღევანდელი ცვლილებები ეხებოდა 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის იმ უფლების დატოვებას, სანამ სწავლას დაამთავრებენ, ან მოიპოვონ თუ არ ჰქონდათ გრანტი, ან გაიუმჯობესონ. ამ ცვლილებას ეხება. ეს მთლიანად რეფორმის ფარგლებში ჯდება.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს შორის მობილობას, თუ წელს ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადავა კერძო უნივერსიტეტში, მისი სწავლა ფასიანი გახდება მაშინვე, იმიტომ, რომ საგრანტო მიდევნების პრინციპი აღარ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ თუ ჩააბარებთ და მოხვდებით სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრანტი კი არ გამოგეყოფათ, არამედ სახელმწიფო დააფინანსებს თქვენს სწავლას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ აბარებთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და აბარებთ კომერციულ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მოგიწევთ სწავლის ღირებულების გადახდა. კომპეტენციის ზღვრები ხომ წესდება უნივერსიტეტებს შორის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მობილობა მოგცემთ საშუალებას, რომ კომპეტენციის ზღვრის საფუძველზე სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადაწყვიტოთ კერძოში გადასვლა, მაშინ ფასიანი გაგიხდებათ სწავლა, რა თქმა უნდა, და პირიქით, ფიზიკურად რთული იქნება, თუმცა თუ კომპეტენციის ზღვარს ლახავთ, მობილობაში ადგილი არსებობს და კერძოდან სახელმწიფოში გადადიხართ, ფასიანიდან უფასო გაგიხდებათ სწავლა. მობილობის წესი დამოკიდებულია ადგილებზე და ის იმავე პრინციპით გაგრძელდება.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა სტუდენტი სტატუსს იჩერებდა გარკვეული მიზეზების გამო, თუ ის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, შეიჩერა სტატუსი და შემდეგ აღიდგინა, ის უფასოდ გაგრძელებს სწავლას მას შემდეგ, რაც აღიდგენს“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში