ელენე ხოშტარია - ერთხელ, ერთმა ტირანმა, დაატყვევა უდანაშაულო ადამიანი, ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო, მან კი ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა - ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების“ შესახებ

„შეფურთხება“ - ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების” შესახებ,- ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, პატიმრების შეწყალების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.

ელენე ხოშტარიას შეფასებას პარტია „დროა“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა.

ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების“ შესახებ.

ის მართლა ტირანი მაინც იყო…“- წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სინანული და ჩადენილი დანაშაულის მონანიება იქნება მთავარი, რის შემდეგაც მათი დამოკიდებულება შეიცვლება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პატიმრების შეწყალება, პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პრეროგატივაა და შესაძლოა მან შეწყალებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში.

„სასამართლო მოქმედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდარტებით. შეწყალება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაძლოა პრეზიდენტმა სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში. სასამართლო პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ იხელმძღვანელებს. მონანიება და დანაშაულის აღიარება არის მთავარი. ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, სინანულსა და მონანიებას, მანამდე ჩვენი მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება ვერ იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში