ტყის არამერქნული რესურსებით და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის უფლება მეწარმე ფიზიკურ პირებსაც მიენიჭებათ

ტყის არამერქნული რესურსებით და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის უფლება მეწარმე ფიზიკურ პირებსაც მიენიჭებათ. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.

“ტყის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, ტყის არამერქნული რესურსებით და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სპეციალური სარგებლობის უფლება მხოლოდ იურიდიულ პირებს აქვთ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში განმარტავს, პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებულნი არიან ინდივიდუალური მეწარმეებიც, რომლებიც “მეწარმეთა შესახებ“ კანონით სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა იურიდიულ პირებად არ ითვლებიან.

უწყების შეფასებით, “ტყის კოდექსის“ მოქმედი რეგულაცია მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რის გამოც მიზანშეწონილია არსებული რეგულაციის შეცვლა და ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მეწარმე ფიზიკური პირებისთვის მინიჭება.

“ტყის კოდექსში“ სხვა ცვლილებებიც შედის. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს:

  • დაცულ ტერიტორიებზე ტყის სამეურნეო, სანიტარული მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრების შედეგად მიღებული მერქნის გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად;
  • განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს მოჭრილი საშეშე მერქნის მიზნობრივ გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობისა და სასაზღვრო პოლიციის სათბობი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
  • კერძო საკუთრებაში არსებული ტყით დაფარული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებული რეგულირების მოქნილ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, ტყეთმოწყობისა და მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესების დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში