საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „BRM - AI ერა: ინოვაციები, კრიტიკული ფაქტორები და გამოწვევები” - მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციაში, რომელიც ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, ფინეთის, ესპანეთის, გერმანიისა და ალბანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები. სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კანცლერმა - პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ქავთარაძემ და ასისტენტ პროფესორმა ნინო ომანაძემ წარადგინეს.

სტუ-ის კანცლერის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში არსებული გამოწვევები, განვითარების ტენდენციები და ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობები. პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე: „უკუგება ინვესტიციაზე საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში - გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები“.

როგორც კანცლერი განმარტავს, მოხსენებამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის საფუძველზეც დისკუსია ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კონფერეციის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, კერძო უნივერსიტეტების განვითარების სამომავლო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

„BRM საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერებთან ვითანამშრომლოთ, გავცვალოთ ცოდნა-გამოცდილება, გავეცნოთ უახლეს კვლევით ტენდენციებს და წარმოვადგინოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხედვა იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება AI-ის გამოყენებას ბიზნესპროცესებში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციაზე განხილული საკითხები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე, მენეჯერული გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამიტომ, მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები ხელს უწყობს როგორც აკადემიური კვლევების გაღრმავებას, ისე პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც ჩაერთვება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში და ხელს შეუწყობს იმ ინოვაციური კვლევების განვითარებას, რომლებიც მიმართულია ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებისკენ“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ხოსე პედრო გარსია საბატერის შეხვდა. მხარეებმა Erasmus+ უწყებათაშორისი შეთანხმების დადების შესახებ საკითხები და უნივერსიტეტებს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, მათთან გამოცდილების გაზიარებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, სტუდენტებისთვის კი საჯარო ლექციები ჩაატარეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში