ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან საუბარზე - შევთანხმდით: ირანი ახლავე უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე და ბირთვული იარაღის ქონის უფლება არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა მისი ჩინეთიდან დაბრუნებისას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, საუბრის დროს უკრაინისა და ირანის საკითხები განიხილეს.

„შევთანხმდით: ირანი ახლავე უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მან უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე. თეირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ქონის უფლება. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის წინ. აშშ და გერმანია ძლიერი პარტნიორები არიან ძლიერ ნატო-ში“, - წერს მერცი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში