მაკა ბოჭორიშვილი - შემაშფოთებელი იყო იმ ფაქტის დანახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება

როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განიხილოს ის საკითხები, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და აღნიშნულ საკითხებზე პარტნიორების შესაბამისად ინფორმირების მნიშვნელობაზე.

„პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი კოლეგა მინისტრები შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული იმ განვითარებებზე, რასაც აქვს ადგილი საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ იმ დამოკიდებულებას, რაც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოჭორიშვილმა ასევე შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას მინისტერიალის გაშუქებისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.

„შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის დანახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად საყურადღებო ფაქტია და იმსახურებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, თუ რამდენად ხდება, ორმაგი სტანდარტების გამოყენება, მაშინ, როდესაც საუბრობენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ დარჩებოდა უყურადღებოდ ჩემი გამოსვლისას", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი არჩევნებია და სწორედ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს.

„როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, აკრიტიკებდე დემოკრატიულ უკუსვლას და, მეორე მხრივ, იგივე ქვეყნები და იგივე ადამიანები ახალისებდნენ რადიკალურ ძალებს ქვეყანაში, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ასეთი ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება ყოველთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ეს არ არის შეკრება, სადაც მხოლოდ სასიამოვნო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, ყველა კრიტიკულ საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო